
საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარაში დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 4000-მდე PCR ტესტი აიღეს და კორონავირუსი 164 ადამიანს დაუდასტურდა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სტაციონარში მკურნალობს - 497 პაციენტი, 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 694 პაციენტი. გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა. საკარანტინო სივრციდან ბინაზე გაეწერა 38 პაციენტი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4399-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა და ჯამში 1705-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 25 პაციენტი გარდაიცვალა.