თავში

აჭარაში 20 მილიონი ლარის ურბანული პროექტები განვითარდება

აჭარაში 20 მილიონი ლარის ურბანული პროექტები განვითარდება
აჭარაში 20 მილიონი ლარის ურბანული პროექტები განვითარდება

ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ბათუმში გაიმართა. მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და აჭარის 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით პროგრამის ფარგლებში 20 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება.

"აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება ურბანული პროექტები, რომელიც არის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპლექსური ღონისძიება. რეკორდულად მოკლე ვადებში მოხდა როგორც ამ ინიციატივის შემუშავება, ასევე კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე კვირაში თითოეულ მუნიციპალიტეტში განხორციელდება ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. 

კრიზისისა და პანდემიის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა აგრძელებს განვითარებას. თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მათი ხედვა, რამდენიმე კონკრეტული ვარიანტი და შემდეგ უკვე კომისიური წესით მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების შერჩევა. ეს არის როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე პროექტები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system