თავში

აჭარაში 352 ადამიანის კვლევის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

აჭარაში 352 ადამიანის კვლევის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია
აჭარაში 352 ადამიანის კვლევის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 352 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, რომელთა ანალიზის პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი. 

რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ ბათუმში დაუდასტურდა, ის უკვე გადაყვანილია საკუთარ ქვეყანაში.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება შვიდი ინფიცირებული. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 27638 პირს. კარანტინში იმყოფება 2 229 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system