თავში

აჭარაში 45 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში 45 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
აჭარაში 45 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით ბათუმში 45 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

გია კიკაბიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომის გამო გარდაიცვალა.

"აჭარაში 118 ახალი შემთხვევაა COVID-19-ის. 54 პაციენტი გუშინ გაწერეს სხვადასხვა კლინიკებიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში. სამწუხაროდ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, კაცი, რომლის მდგომარეობაც ფასდებოდა, როგორც მძიმე, იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომის გამო გარდაიცვალა. პაციენტი იყო 45 წლის",- განაცხადა გია კიკაბიძემ

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 612 შემთხვევა გამოვლინდა.   

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

419 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system