თავში

აჭარაში 9 წლის ბავშვზე ძალადობისთვის გამოძიება დაიწყო

აჭარაში 9 წლის ბავშვზე ძალადობისთვის გამოძიება დაიწყო
აჭარაში 9 წლის ბავშვზე ძალადობისთვის გამოძიება დაიწყო

აჭარაში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დედამ 9 წლის გოგონას სცემა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, ამ დროისათვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system