თავში

აჭარაში COVID-19-ის ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა - კარანტინში 17 პირი გადაიყვანეს

აჭარაში COVID-19-ის ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა - კარანტინში 17 პირი გადაიყვანეს
აჭარაში COVID-19-ის ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა - კარანტინში 17 პირი გადაიყვანეს

აჭარაში COVID19-ი 51 წლის კაცს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განუცხადა.

ნონა ეფაძის ინფორმაციით, კაცი, სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლისგან დაავადდა. 

პაციენტი მოთავსებულია კლინიკაში და მისი მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. 

ამ დროისთვის მასთან კონტაქტში მყოფი 17 პირია კარანტინში მოთავსებული. მის საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა დეზინფექცია.

ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი და განკურნებულთა რიცხვი 962 -ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system