თავში

აჭარაში გვაქვს 4%-ზე დაბალი მაჩვენებელი - ტიკარაძე

აჭარაში გვაქვს 4%-ზე დაბალი მაჩვენებელი - ტიკარაძე
აჭარაში გვაქვს 4%-ზე დაბალი მაჩვენებელი - ტიკარაძე

ოთხპროცენტიანი მაჩვენებელი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ ოთხპროცენტიან მაჩვენებელს აქვს დიდი მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტიც.

"ინციდენტობას ვაკვირდებით, როგორ 7-დღიან, ასევე 14-დღიან ჭრილში, ვინაიდან, დადებითი დინამიკა დინამიკა 7-დღიან ჭრილში არ ნიშნავს, რომ არის შენარჩუნებული და სტაბილური, აქედან გამომდინარე, ვუყურებთ 14-დღიან ჭრილშიც და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ახლა არის ცვალებადი მაჩვენებელი. აჭარაში გვაქვს ოთხ პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი მერყეობს ხუთიდან რვა პროცენტამდე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system