თავში

აჭარაში გზის გაწმენდით სამუშაოებში 70-მდე სპეცტექნიკა ჩაერთო

აჭარაში გზის გაწმენდით სამუშაოებში 70-მდე სპეცტექნიკა ჩაერთო
აჭარაში გზის გაწმენდით სამუშაოებში 70-მდე სპეცტექნიკა ჩაერთო

აჭარაში დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდით სამუშაოებში 70 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ამის შესახებ განცხადებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს.

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დილიდან სამუშაო პროცესში ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული 70 ერთეული სპეცტექნიკა.

ასევე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება მოცურების საწინააღმდეგო სამუშაოები",- აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system