თავში

აჭარაში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში გამოვლინდა. მამაკაცი საკარანტინო სივრცეში 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რომელსაც გეგმური შემოწმებისას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, 15 ინფიცირებულიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტს პნევმონია აღენიშნება.

"გუშინ საღამოს დაგვემატა ერთი ინფიცირებული. მას ბალტიისპირა ქვეყნებში აქვს მოგზაურობის ისტორია. მამაკაცი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და მე-14 დღეს დაუფიქსირდა კორონავირუსი. პაციენრტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი ადამიანი არის მძიმედ, რომელსაც პნევმონია აქვს",- აცხადებს გია კიკაბიძე.

ზუგდიდსა და ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი არ გამოვლენილა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1137 გახდა. COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 922-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system