თავში

აჭარაში კორონავირუსის 108 შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის 108 შემთხვევა დადასტურდა
აჭარაში კორონავირუსის 108 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 108 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2530 PCR ტესტი ჩატარდა, საიდანაც აღნიშნული 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

რეგიონში არსებულ სტაციონარებში მკურნალობს 238 პაციენტი, ხოლო კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 97 პაციენტი. 

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და 1369-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system