თავში

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

მათგან ორი ქობულეთში დაფიქისირებულ შემთხვევასთან კავშირში მყოფი პირია, ხოლო ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით სულ 23 პაციენტი მკურნალობს.

"ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი," - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1336-მდე გაიზარდა.

განკურნებულია 1088 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system