თავში

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ  მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა. 

ერთი ინფიცირებული 27 წლის მამაკაცია, რომელსაც ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მეორე პირი კი ქალია, რომელიც აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია. 

ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. 

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა და 948-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 825-ს აღწევს. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system