თავში

აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ორი აჭარაში გარდაიცვალა. 68 და 86 წლის პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 68 წლის კაცი კლინიკაში 14 ოქტომბერს შევიდა და დღეს, 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პაციენტს კორონავირუსი, პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. მას გადატავილი ჰქონდა ინფარქტი და ინსულტი, ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

86 წლის ქალი, კლინიკაში 21 ოქტომბერს შევიდა და 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. დიაგნოზი: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი იშემიური ინსულტი.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system