თავში

აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციას მინიმუმ ორი კვირა სჭირდება - თამარ გაბუნია

აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციას მინიმუმ ორი კვირა სჭირდება - თამარ გაბუნია
აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციას მინიმუმ ორი კვირა სჭირდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციას სულ მცირე ორი კვირა სჭირდება. მისივე თქმით, რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი კეთდება.

„ტექნოლოგიური ბაზა ბათუმში არის ძალიან კარგი. ექიმების გუნდი არის ძალიან კარგი. ერთი კვირის განმავლობაში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი მუშაობდა რეანიმაციაზე ასპექტით, რაც გაგრძელდება, აუცილებლად. დამატებით მოხდა ასევე მობილიზება რეანიმატოლოგების, რადგან არ მივიღოთ სამედიცინო სექტორის გადაღლა.

ამ სიტუაციაში გარკვეული დრო დასჭირდება ჯერ სტაბილიზაციას. სულ მცირე ორი კვირა სჭირდება იმას, რომ რაღაც შედეგი დავინახოთ. სიტუაცია კონტროლირებადია, იმდენად, რამდენადაც კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ყველა საეჭვო ინფიცირებულის იზოლაცია ხდება, რაც არის პირველი ბერკეტი, რომ აღვკვეთოთ გავრცელება“, - განაცხადა გაბუნიამ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 416 აჭარაში დადასტურდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8696-ია. 

კიდევ 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 4619-ს შეადგენს. 

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 54 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system