თავში

აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია
აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 27 აჭარას უკავშირდება. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შემთხვევებიდან 16-ის ინფიცირების წყარო უცნობია. 

მისივე თქმით, ნაწილი კი, უკვე დადასტურებული შემთხვევის, ძირითადად, ოჯახური კონტაქტებია. 

შავიშვილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან ერთი ხოფის ბაზრობას, ერთი მაღაზია ,,ელიტ ელექტრონიქსს", სამი სამშობიარო სახლს, ერთი იუსტიციის სახლს, ორი ,,დონას",  ორი ნავსადგურს, ერთი კი სახელოვნებო სკოლას უკავშირდება.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებული 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system