თავში

,,აჭარაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დღის წესრიგში დგას" - რიჟვაძე

,,აჭარაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დღის წესრიგში დგას" - რიჟვაძე
,,აჭარაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დღის წესრიგში დგას - რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადია და რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, რეგიონში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

„შეიძლება ითქვას, აჭარის რეგიონში ეპიდემია იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების გამოვლენის ახალი შემთხვევებიც, გვაქვს თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, ზოგადად, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, რომ გვქონდეს დაახლოებით 100-ზე მეტი საწოლი თავისუფალი, რაც გვაძლებს საშუალებას, რომ უკვე დღის წესრიგში დადგეს და დგას კიდეც ამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, რომლის უფრო დეტალური გეგმით შემდეგ კვირაში წარვსდგებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system