თავში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: სიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: სიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: სიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი

"ვაკონტროლებთ სიტუაციას. თითოეულ კონტაქტზე, თითოეულ პაციენტზე ხდება მიდევნება, რეკომენდაციის მიცემა და და „პისიარ“ დიაგნოსტიკა დროულობის დაცვით", - ეს განცხადება აჭარის ა/რ-ის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გააკეთა.

ის მიმართავს მოქალაქეებს, რათა დროულად გაიარონ ტესტირება და დარჩნენ თვითიზოლაციაში. 

"მინდა, მივმართო მოსახლეობას, თუკი მათ ირგვლივ მყოფ სამეგობრო, სამეზობლო თუ კონტაქტირებულ პირს, დაუდასტურდა აღნიშნული ინფექცია, იცოდნენ, რომ მათ აუცილებლად შეეხმიანებათ ეპიდემიოლოგი, სავალდებულოა, ისინი იყვნენ იზოლაციაში, ვიდრე არ მოხდება ეპიდემიოლოგის ვიზიტი, ვიდრე არ მოხდება ტესტირება და მიუხედავად ტესტირების პასუხისა, ეს იქნება სამ დღეში თუ ა. შ., ისინი ვალდებული არიან იყვნენ იზოლაციაში, ხოლო კონტაქტირებული პირები იცავენ წესს 12 - დღიანი იზოლაციის", - განაცხადა ნიჟარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system