თავში

აჭარის მთავრობა 580 ოჯახს ბინით უზრუნველყოფს

აჭარის მთავრობა 580 ოჯახს ბინით უზრუნველყოფს
აჭარის მთავრობა 580 ოჯახს ბინით უზრუნველყოფს

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბათუმში, ე.წ. ,,მუყაოს ქალაქის" მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და მშენებლობა მალე დაიწყება.

ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ რამდენიმე თვის წინ მიიღო მოსახლეობის ინტერესების, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე. ე.წ. მუყაოს ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსი1000-მდე ბავშვი და მათი ოჯახები სიცოცხლისთვის ღირსეულ პირობებს შესთავაზებს. საჭირო ტანხა 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

"ცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და მალე გადავალთ მშენებლობის ეტაპზე. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს 580 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. მუშავდება მონაცემთა ბაზები და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.მშენებლობისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system