თავში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანაშრომლების განცხადება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანაშრომლების განცხადება
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანაშრომლების განცხადება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორად, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა, პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა, სადაც ხაზგასმულია, რომ მაუწყებლის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა თანამშრომლების საერთო მონაპოვარია და ისინი არ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებამ ან ახალმა მენეჯმენტმა ამ მონაპოვარს ჩრდილი მიაყენოს. ისინი ახალი მენეჯერისგან მოითხოვენ, რომ გამონახოს ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია. 

საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე. ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლას ნიშნავს. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი.

მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტით” – ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კოხრეიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად დღეს აირჩიეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system