თავში

"აჭარის ტელევიზიის" თანამშრომლებს ქუთაისელმა კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

"აჭარის ტელევიზიის" თანამშრომლებს ქუთაისელმა კოლეგებმა სოლიდარობა
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს ქუთაისელმა კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს" - ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს. ოცდამეერთე საუკუნეში, ხელმძღვანელი ჟურნალისტებს შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს, როგორც ეს ხდება აჭარაში. ჩვენ მოვუწოდებთ გიორგი კოხრეიძეს, შეიანრჩუნოს არხის დამოუკიდებლობა. ფუფუნებაა ასეთი თანამშრომლები და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდნენ მათ", - განაცხადეს ჟურნალისტებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system