თავში

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა
აჭარაში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექვსივე შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტებს უკავშირდება. 

მისივე თქმით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების მოძიება გრძელდება და ამ დროისათვის 40 კონტაქტია მოძიებული.

ამ დროისთვის, აჭარაში კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევაა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა.

ამ დროისათვის, გამოჯანმრთელებულია 52 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system