თავში

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს ჟანგბადის აპარატები გადაეცა - PHOTO

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს ჟანგბადის აპარატები გადაეცა - PHOTO
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს ჟანგბადის აპარატები გადაეცა - PHOTO

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა.

სამედიცინო აპარატები აჭარის 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალობისათვის იქნება გამოყენებული. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც. ჟანგბადის კონცენტრატორები უკვე გადაეცა კოვიდსასტუმროებსა და კოვიდმართვაში ჩართულ კლინიკებს. 

ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სოფლის ექიმებთან და მედპერსონალთან.

მუნიციპალიტეტებისთვის ჟანგბადის აპარატების გადაცემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system