თავში

ადამ კინზინგერი: გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის

ადამ კინზინგერი: გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის
ადამ კინზინგერი: გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის

იმედს ვიტოვებ გამოსავალი მიღწეული იქნება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, კიზინგერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა.

„ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ერთი კვირით ადრე ვიყავი, სანამ (საარჩევნო სისტემის) რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარის გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერისა და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს”, – აცხადებს კიზინგერი.

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერს მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system