თავში

"ადამი მედია პრიზი" აპლიკანტების მიღებას იწყებს

"ადამი მედია პრიზი" აპლიკანტების მიღებას იწყებს
ადამი მედია პრიზი აპლიკანტების მიღებას იწყებს

მედია-კონკურსი "ადამი მედია პრიზმა"  აპლიკანტების მიღება დაიწყო. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

აღნიშნული კონკურსი განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროექტებისთვის, რომლებიც აშუქებენ მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე. ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების თემებს.

„ადამი მედია პრიზი“ გაიცემა ექვს კატეგორიაში: გასართობი პროგრამებისა და ფილმებისთვის (მხატვრული); საინფორმაციო პროგრამებისა და ფილმებისთვის (დოკუმენტური); ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის (დოკუმენტური); ახალგაზრდა „ადამი მედია პრიზი“; ვებგვერდებისთვის, ონლაინ-ვიდეოებისთვის.

ექვსივე ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით, ან გრანტით.

ძირითადი ჯილდოების გარდა, ჟურნალისტური გამოცდილების მქონე თითოეულ მონაწილეს, ეძლევა შესაძლებლობა შეავსოს განაცხადი „ადამის“ სტიპენდიაზე და გაიაროს სტაჟირება ევროპის უმსხვილეს კომპანიებში.

კონკურსში  განაცხადები მიიღება მედიაპროდუქციაზე, რომელიც ეთერში 2018 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ გავიდა.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

"ადამი მედია პრიზის“ გალა-დაჯილდოება თბილისში, 2020 წლის 10 დეკემბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system