თავში

ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა არის მიუღებელი - ეპისკოპოსი საბა

ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა არის
ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა არის მიუღებელი - ეპისკოპოსი საბა

"ეკლესია არ არის აბსოლუტური, ხოლო ჩვენი სამეფო არის ზეციური ცხოვრების გზა და ზეციური ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ უნდა მივუთითოთ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისთვის სათნო და რა არ არის", - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ქადაგებისას ისაუბრა. 

მისი თქმით, ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანებზე ძალადობენ. 

"ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი და ჩვენ ვამბობთ, ჩვენ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეფერებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისკენ. მაგრამ არის მეორე მხარე, ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული", - თქვა ეპისკოპოსმა საბამ ქადაგებისას. 

საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული "ღირსების მარშის" პარალელურად, მრევლს ქაშუეთის ტაძართან შეკრებისკენ მოუწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system