თავში

,,ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, ეს არის უსერიოზულესი პრობლემა" - კულუმბეგოვი

,,ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, ეს არის უსერიოზულესი პრობლემა" - კულუმბეგოვი
,,ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, ეს არის უსერიოზულესი პრობლემა - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მას არარაციონალურად მიაჩნია შეზღუდვების გახანგრძლივება იმ დროს, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურებულია და კორონავირუსის პიკი გადავლილია.

მისი თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰუმანიტარულ პრობლემას გამოიწვევს.

„საერთოდ, შეზღუდვებთან მიმართებით მომხრე ვარ, რომ ზოგადად, თანმიმდევრული პოლიტიკა იყოს გატარებული. რასაკვირველია, შეზღუდვების შემოღების საწყის ეტაპზე მთლიანობაში დავუჭირეთ ჩვენ მხარი, რომ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, რადგან სხვანაირად გარდაუვალი იქნებოდა ეპიდემიის მართვის ტრაექტორია. თუმცა ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, არც თუ ისე სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, ჩვენ მივეცით ნებართვა ასე ვთქვათ, სავაჭრო სივრცეებს, გახსნილიყვნენ და წინასაახალწლო პერიოდში ყოფილიყო ის, რაც ყოფილიყო.

ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე სერიოზული გულისტკივილი ამ ტიპის რეგულაციებს შორის არის მაღალეფექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დამაზიანებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ახალგაზრდა თაობა და სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, მაღაზიამდე მიღწევაც კი, ხანდახან სასურსათო მაღაზიამდეც. აღარ ვამბობ საავადმყოფოში ახლობლის მონახულებაზე. ეს არის უზარმაზარი და უსერიოზულესი ჰუმანიტარული პრობლემა. ამიტომ ამ ტიპის შეზღუდვების გახანგძლივება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია", - განაცხადა კულუმბეგოვმა ,,პირველ არხთან".

ცნობისთვის, ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვების ვადა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system