თავში

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. 

სოფელ ფარეხასთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system