საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, ვირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 52-ს შეადგენს.
ამავე ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 227-მდე გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვიც.
ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.