თავში

ადამიანურად მეწყინა და უკიდურესად შევშფოთდი - ეკა კვესიტაძე

ადამიანურად მეწყინა და უკიდურესად შევშფოთდი - ეკა კვესიტაძე
ადამიანურად მეწყინა და უკიდურესად შევშფოთდი - ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი, "მთავარი არხის" პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი ეკა კვესიტაძე გუშინ გადაცემის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც კვესიტაძე წერს, მეგობრების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა ადამიანურად ეწყინა. ამასთან, წამყვანის თქმით, შეშფოთდა, რადგან სტუმრებისთვის დაუბალანსებელი და უპატიოსნო გარემო გადაცემაში არასოდეს შეუქმნია. 

"გუშინ დავწერე პოსტი, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია ნამახვანჰესის წინააღმდეგ, არ მოვიდა გადაცემაში, სადაც იყვნენ კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. ჩემმა მეგობარმა Theo Khatiashvili დაწერა, რომ უნდობლობის გამო არ მოვიდნენო, რადგან შენს პოსტებში აქციის მიმართ ნიშნის მოგება იგრძნობოდაო. ( ძალადობას რომ გაემიჯნა და მაგრამ სიმბოლიკა რომ დაგმო გოლეთიანმა - ეგ პოსტში იგულისხმა, ალბათ ) თეოს ეს კომენტარი, დაალაიქა ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, მათ შორის Baia Pataraia -მ და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელმა Tatuli Todua-მ. გარდა იმისა, რომ

ადამიანურად მეწყინა, რადგან არც ერთ ჩემს გადაცემაში არ შემიქმნია დაუბალანსებელი და უპატიონსო გარემო ჩემი სტუმრებისთვის, უკიდურესად შევშფოთდი. ეს აქტიური მოქალაქეები თვლიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგებლები არ უნდა მივიდნენ იმ ტელევიზიებში, რომლებიც მათი პოზიციების მიმართ ოდნავ სკეპტიკურად მაინც გამოირჩევიან? ასე წარმოგიდგენიათ თქვენ, მეგობრებო, თავისუფალი მედიასთან მუშაობა, დისკუსიების შეჩერებით მათთან, ვინც არ გეთანხმებათ ბოლომდე. ასე წარმოგიდგენიათ თქვენ დემოკრატიული პროცესი? მაშინ იმასაც ეთანხმებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იარონ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში და პირიქით, ოპოზიციამ სამთავრობო არხებზე, რადგან მათთვის იქ სანდო გარემო არ არის. თუ მაინდამაინც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული “სანდო გარემო”. მართლაც ძალიან შემაშფოთებელია!" - დაწერა კვესტიაძემ. 

ეკა კვესიტაძეს "საფარის" დამფუძნებელმა, ბაია პატარაიამ კომენტარით უპასუხა: 

"მედია საშუალებები მზარდად კარგავენ ნდობას საკუთარი მიკერძოებულობის გამო, ამაზე EMC ყველა დირექტორი წერს ბოლო დღეებია. წაიკითხეთ მათი პოსტები (თამტასი, გურისი). როგორც მედია იქცეოდა ამ დღეებში მართლა ცალკე განხილვის თემაა, მთელი ძალაუფლებრივი იერარქიები მოშიშვლდა და ხილული გახდა. ვინ ვის და რის სადარაჯოზე დგას კარგად გამოჩნდა. და კი, ნდობა ტელევიზიების მიმართ კლებულობს.
კრიტიკის არავის ეშინია, მითუმეტეს სამოქალაწო საზოგადოებას, მტრულ გარემოს კი უფლებადამცველები რომ თავს არიდებენ, ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. მსხვერპლებსაც და მათ დამცველებსაც ხშირად ხვდებათ დადგმული ცირკი ტელევიზიებში - ეს არახალია. და დიახ, ტელევიზიებისადმი ნდობის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხოლმე, რატოც უფლებადამცველები არ მიდიან ეთერებში. არა მგონია, რამე უჩვეულოს ვამბობდე, თუ არ იცოდით ეს აქამდე, ახლა ხომ იცით?"
- წერს ბაია პატარაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system