თავში

ვარკეთილის ბაზრის მოვაჭრეები ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ

ვარკეთილის ბაზრის მოვაჭრეები ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ
ვარკეთილის ბაზრის მოვაჭრეები ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ

ვარკეთილის ბაზრის მოვაჭრეები ზარალის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც დაზარალებული მოვაჭრეები აცხადებენ, მათ გადმოცემით იციან იმის შესახებ, რომ თუკი ისინი ზარალს დოკუმენტარულად ვერ დაადასტურებენ, მათ სადაზღვეო კომპანია თითო კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 500 ლარს აუნაზღაურებს. 

მოვაჭრეების თქმით, ეს არაადეკვატური ანაზღაურებაა, რადგან თითოეულ მათგანს ხანძრისგან მინიმუმ 15 000 ლარის ზარალი მიადგა.

ვარკეთილის ბაზრის მოვაჭრეები ქალაქის მერისა და მთავრობის წევრების ადგილზე მისვლას და დახმარებას ითხოვენ. 

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაზღვევო კომპანია მზად არის ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაუროს და შესაძლებლობის ფარგლებში, დაზარალებულებს თბილისის მერიაც დაეხმარება. 

შეგახსენებთ, ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 15 ივნისს დაახლოებით 22 საათისთვის გაჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობას 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system