თავში

ადიგენში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ადიგენში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ადიგენში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ადიგენში  ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

report.ge-ს ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.

მიღებული ტრავმის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system