თავში

Adios amigos - გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი

Adios amigos - გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი
Adios amigos - გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი

ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ. 

მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სათამაშო ბიზნესის აკრძალვას ითხოვდა. ფეისბუქის სტატუსში გარდაცვლილი ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის. 

"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით,“ - წერია მამაკაცის მიერ გავრცელებულ facebook პოსტში.

report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system