თავში

ადრეული ქორწინების პრევენცია -საქართველოს ნაბიჯები საუკეთესოთა შორის დასახელდა

ადრეული ქორწინების პრევენცია -საქართველოს ნაბიჯები საუკეთესოთა შორის დასახელდა
ადრეული ქორწინების პრევენცია -საქართველოს ნაბიჯები საუკეთესოთა შორის დასახელდა

საქართველომ, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მსოფლიოს სამაგალითო ქვეყნების ჯგუფის წევრმა, მიმდინარე წელს ჯგუფის ფარგლებში წარმატებულ მაგალითად საქართველოს მხრიდან ადრეული ქორწინების პრევენციისთვის შემუშავებული ეფექტური მექანიზმები წარადგინა.

“Good Human Rights Stories” ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება ჩვენი მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტად რჩება.

პეკინის დეკლარაციის 25 წლის იუბილეს სულისკვეთების თანახმად, საქართველო გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა გაძლიერების აქტიურ მხარდამჭერად რჩება. ამ თვალსაზრისით, მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს დღეს, ჟენევაში „ადამიანის უფლებათა კარგი ისტორიების“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაგიზიაროთ ბავშვთა ადრეული, იძულებითი ქორწინებების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ჩვენი გამოცდილება

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტებით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა ადამიანის უფლებების დაცვას და ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ამ მიმართულებით შესაბამის ინიციატივებში,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადრეული ქორწინების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც ადრეული ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system