თავში

ადვოკატი: ბასილაშვილი მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა

ადვოკატი: ბასილაშვილი მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა
ადვოკატი: ბასილაშვილი მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ძალადობაზე საუბრობს. ანა აბაშიძე იმედოვნებს, რომ დეტალებით გამოძიება დაინტერესდება.

„ჩვენ ამ საქმის დეტალებში პირველ რიგში, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არ შევალთ. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება, ადამიანის პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს. ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები: პირველ რიგში, აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. საუბარი არის განაგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რაც დამატებით გამოძიების საგანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხშირად განსჯადი თემა არის დღეს საზოგადოებაში, არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. ჯერ კიდევ, გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არა ერთი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო. საუბარია, როგორც სხვადასხვა მტკიცებულებებზე,მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ფოტო და ვიდეომასალაზე. საუბარი არის ექსპერტიზის დასკვნაზე,შეფასებებზე, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. მთავარია, რომ ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ არა ერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო, რასაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ანა აბაშიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის, ამ ეტაპზე, თავისუფალია.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ საზოგადოებას მიმართა და ბოდიში მოუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system