თავში

ადვოკატი: დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს საკნებიდან ტელევიზორები წაართვეს

ადვოკატი: დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს საკნებიდან ტელევიზორები წაართვეს
ადვოკატი: დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს საკნებიდან ტელევიზორები წაართვეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ლ.შ.-სთან ერთად შიმშილობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ-მაც დაიწყო. 

ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართა.

მისი განცხადებით, არასრულწლოვნების მიერ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ საკნიდან ტელევიზორი წაართვეს და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებას არ აძლევენ.

,,დღეს ზ.ხ.- მ განაცხადა, რომ როდესაც გამოაცხადა შიმშილობა მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი დასჯის მიზნით. ანალოგიურად წაართვეს ტელევიზორი ლ.შ.-ს და დღეს ა.ქ.- ს, რომელმაც გამოაცხადა შიმშილობა. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს, მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დასრულდეს რამე ცუდად. ეს ადამიანები ითხოვენ სიცრუის დეტექტორს და არ გააჩნიათ საშუალება კომუნიკაცია დაამყარონ ოჯახის წევრებთან, თუნდაც სატელეფონო. მონდომებული არიან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ პროცესები და გამოიტანონ გამამტყუვნებელი განაჩენი, სხვა აქ არაფერი არ იკითხება,” - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system