თავში

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სავარაუდო უკანონო მიყურადების შესახებ აცხადებს

ადვოკატი სავარაუდო უკანონო მიყურადების შესახებ აცხადებს
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სავარაუდო უკანონო მიყურადების შესახებ აცხადებს

"ჩემი მობილური ტელეფონი უსაფუძვლოდ, ვითომ შესამოწმებლად თქვენს დაქვემდებარებულ ექსპერტიზის ბიუროში რომ წაიღეთ და ჩემს პირად სივრცეში რომ შეიჭერით, მაგაზე სამართლებრივად პასუხს აგებთ", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს. 

მისი თქმით, დეტალების გამოსარკვევად ინფორმაციას აშშ-ის შესაბამის ორგანოებში გაგზავნის. 

"დღესაც არ მასვენებთ და ძვრებით ვირთხებივით და ეძებთ რაღაცეებს ვერაფერს იპოვით. ორშაბათს ვაგზავნი ყველაფერს აშშ-ის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში, სადაც სანდო ადამიანები მუშაობენ და დეტალურად დაადგენენ დაჩქარებულად თუ საიდან ხდება ჩემს პირად სივრცეში შეჭრა და მაგაზეც აგებთ პასუხს, მაინც ვერაფერს იპოვით. ალტერნატიული კომუნიკაციებიც გამაჩნია ასე რომ, რაც არ უნდა იბუქსაოთ და ხელი აფაროთ მაღალჩინოსნებმა თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელებს, მოვა დრო და ერთად მიიღებთ სამართლის მახვილს", - ნათქვამია რამიშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system