თავში

ადვოკატი: YouTube ჩანაწერების ჩვენებით, საზოგადოებაში ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა

ადვოკატი: YouTube ჩანაწერების ჩვენებით, საზოგადოებაში ქმნიან შთაბეჭდი
ადვოკატი: YouTube ჩანაწერების ჩვენებით, საზოგადოებაში ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა

პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის YouTube არხის ჩანაწერების ჟურნალისტებისთვის ჩვენება ემსახურება შემდეგ მიზანს, საზოგადოებაში შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით საქმის მასალებში, რომელსაც ის მიხეილ რამიშვილთან ერთად გაეცნო, ძირითადად მოწმეთა ჩვენებებია, იმის შესახებ, თუ რატომ თანამშრომლობდნენ ისინი მედიასთან..

"დღეს საქმის სამ ტომს სრულად გავეცანით. საქმის უმეტესი ნაწილი მოწმეთა ჩვენებებისგან შედგება. აქედან კი უმეტესი წილი არის მოწმეთა გამოკითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ, რა სატელევიზო კომენტარი გააკეთა, ტელევიზიით ჟურნალისტებს, რატომ უთხრა ეს ინფორმაცია და ა. შ. ანუ გამოძიებაში სრული ისტერია იყო, რატომ თანამშრომლობდნენ რესპონდენტები ჟურნალისტებთან, რა ინფორმაცია ჰქონდათ და რატომ ეუბნებოდნენ ამ თუ იმ ინფორმაციას. ამას კი, შემდეგ შესაბამისი ახსნები მოჰყვებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს მოწმეები ადვოკატის გარეშე გამოიკითხნენ. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით, თუმცა ადვოკატის გარეშე. შთაბეჭდილება მრჩება, თავდაპირველად გამოძიება ხსნიდა იმას, რომ საზოგადოებაში არსებული განცდა, რაც მედიის მეშვეობით გავრცელდა და მოწმეთა მიერ დასახელდა, მაქსიმალურად გაექარწყლებინა. ანუ, ეს მოწმე, ამას რეალურად კი არ ამბობს, არამედ სხვა რაღაცას საუბრობს, ხოლო ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის დამახინჯება ხდება. საქმის სამ ტომს რომ გავეცანი მეტი წილი ამ ინფორმაციას მოიცავდა," - განაცხადა ქობესაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system