თავში

აფეთქება ქარელში - დაშავებული მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს

აფეთქება ქარელში - დაშავებული მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს
აფეთქება ქარელში - დაშავებული მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს

ქარელში, დევნილთა კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 58 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას სხეულის 35% აქვს დამწვარი, რის გამოც ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„დაშავებული გადაყვანილია დამწვრობის ეროვნულ ცენტრში. მოცემული მომენტისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. სამედიცინო პერსონალი მაქსიმუმს აკეთებს, რომ მდგომარეობის პოზიტიური დინამიკით შეცვლა მოხდეს. დაახლოებით 12 ოჯახია დაზარალებული. პირველადი დაკვირვებით, საქმე გვაქვს ბუნებრივი აირის მოხმარების გაუფრთხილებლობასთან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა.

აფეთქება ქარელში, დევნილებით დასახლებულ კორპუსში დილით მოხდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ამ დროისთვის კორპუსი სრულად არის ევაკუირებული და ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system