თავში

აფეთქება რუსთავში - საცხოვრებელ სახლში ხანძარია

აფეთქება რუსთავში - საცხოვრებელ სახლში ხანძარია
აფეთქება რუსთავში - საცხოვრებელ სახლში ხანძარია

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

როგორც თვითმხილველებმა საგენტოს განუცხადეს, თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს საცხოვრებელი სახლიდან მომავალი კვამლი.

მათივე ინფორმაციით, სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა შემთხვევის დროს ბინაში არავინ არ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი. ასევე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system