თავში

აფეთქების ადგილზე მომუშავე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

აფეთქების ადგილზე მომუშავე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა
აფეთქების ადგილზე მომუშავე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

რამდენიმე წუთის წინ, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე მომუშავე შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა. 

ძლიერი ძაბვის დარტყმის შედეგად ის მძიმედ დაშვდა, 

როგორც report.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებული "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240,1 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system