თავში

აფეთქების შედეგად ევაკუირებული ოჯახების ნაწილი სასტუმროში დააბინავეს

აფეთქების შედეგად ევაკუირებული ოჯახების ნაწილი სასტუმროში დააბინავეს

თევდორე მღვდლის ქუჩის მდებარე საცხოვრებელი კორპუსის იმ სადარბაზოში მცხოვრებთა ნაწილი, სადაც აფეთქება მოხდა, სასტუმროში გადაიყვანეს, ნაწილი კი საკუთარი სურვილით დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში დაბინავდა. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

"ირველ სადარბაზოში, სადაც ეს მოხდა, 15 ოჯახი ცხოვრობს და არც ერთ მოსახლეს შიგნით არ შევუშვებთ, გათიშულია დენიც, გაზიც, წყალიც, მთლიანად კომუნიკაციები. ამ ეტაპისთვის 5 ოჯახს გადავიყვანთ სასტუმროში, დანარჩენებს აქვთ ალტერნატიული წასასვლელი. რაც შეეხება მეორე სადარბაზოს, სადაც ასევე კომუნიკაციები ჩახსნილია, იქ შევიდნენ ლაბორატორია და ინფრასტრუქტურის სამსახური, აღმოჩნდა, რომ იქ არ არის დაზიანება და შეიძლება შესვლა, მაგრამ ალტერნატიული შესასვლელი არ ჰქონდათ. გვერდზე ეზოდან ალტერნატიულ შესასვლელს გავუკეთებთ იმ სადარბაზოს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მათ დღეს შევუშვებთ“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

დიდუბის გამგებელმა ასევე განმარტა, თუ როდის შეეძლებათ დაზიანებული სადარბაზოს მობინადრეებს კორპუსში შესვლა.

„ამის ზუსტად თქმა არ შემიძლია, სანამ არ დაიწყებენ საფრთხის შემცველი ელემენტების ჩამოხსნას და გამაგრებით სამუშაოებს. მეორე სადარბაზოში დღესვე შევიყვანთ მცხოვრებლებს, როგორც კი ალტერნატიულ შესასვლელს გავუკეთებთ და დენს აღვუდგენთ. კორპუსის აღდგენა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური კორპუსს აღადგენს. არც ერთ მოსახლეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე", - აღნიშნა გამგებელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system