
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან report.ge-ს კორესპონდენტი იუწყება.
აფეთქება, რომელიც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია,საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
შორენა სურმანიძე
ავტორი