თავში

აფხაზეთიდან გადმოსვენებული ორი სამხედრო დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

​აფხაზეთიდან გადმოსვენებული ორი სამხედრო დიღმის
აფხაზეთიდან გადმოსვენებული ორი სამხედრო დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი სამხედრო, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრნენ.

დაკრძალვის ცერემონიალზე, ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და დაღუპულთა ოჯახების წევრები.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, რვა სამხედროს და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის.

ნეშტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system