თავში

აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობა: ერთიანობით ამ განსაცდელსაც გადავლახავთ

აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობა: ერთიანობით ამ განსაცდელსაც გადავლახავთ
აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობა: ერთიანობით ამ განსაცდელსაც გადავლახავთ

აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის მეთაურმა რუსლან აბაშიძემ საქართველოს მოსახლეობას და აფხაზეთის საზოგადოების მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. 

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის საზოგადოების მართლმადიდებელ ქრისტიანებს.

წელს პანდემიის პირობებში განსხვავებულად ვხვდებით აღდგომას, მაგრამ რწმენით და ერთიანობით ამ განსაცდელსაც აუცილებლად გადავლახავთ. დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ურთიერთთანადგომა ადამიანური სიცოცხლის გადასარჩენად, საერთო ჰუმანური ფასეულობების დასაცავად.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს. გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და დავრჩეთ სახლში", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system