
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 482 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 87-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 164 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.
გარდაიცვალა კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ აფხაზეთში კორონავირუსით 86 ადამიანია გარდაცვლილი.
რეგიონში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 6 400-ს, აქედან გამოჯანმრთელდა 4 498.