თავში

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა. 

სულ, გასული დღე ღამის განმავლობაში, აფხაზეთში Covid 19-ზე 33 ტესტი ჩატარდა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, 3 მაისს სასტუმროში 14 დღიან კარანტინში კურსანტები არიან განთავსებული, რომლებიც სოხუმში რუსეთიდან ჩავიდნენ.

ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსის მხოლოდ 3 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ყველა მათგანი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

პირველი შემთხვევა 7 აპრილს, გაგრაში გამოვლინდა. 

28 მარტიდან 20 აპრილამდე აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. 20 აპრილიდან ქალაქ სოხუმსა და აფხაზეთის რეგიონებში განახლდა კვების პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრების მუშაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system