თავში

 აფხაზეთში მღვდლებმა ნაკურთხი წყალი ვერტმფრენიდან გადმოასხეს  

 აფხაზეთში მღვდლებმა ნაკურთხი წყალი ვერტმფრენიდან გადმოასხეს  
 აფხაზეთში მღვდლებმა ნაკურთხი წყალი ვერტმფრენიდან გადმოასხეს  

დე ფაქტო აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა, აფხაზი ხალხის ერთიანობისათვის ვერტმფრენიდან ნაკურთხი წყალი გადმოასხეს. რესპუბლიკაში მშვიდობისა და უთანხმოების დასაძლევად, მღვდელმსახურებმა ლოცვა ვერტმფრენშივე წაიკითხეს.

„როდესაც ასეთი დაბნეულობა და დაპირისპირებაა შიგნით, ყველა ტაძარში ვლოცულობთ ერთიანობისთვის. დღეს იყო შესაძლებლობა, რომ ვერტმფრენში ჩავმჯდარიყავით, ზეცაში ავსულიყავით და გველოცა, სახარება წაგვეკითხა“, – განაცხადა ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველმა, ბესარიონ აპლიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system