თავში

"აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - თამთა ინაშვილი ზანგურზე

"აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!" - თამთა ინაშვილი ზანგურზე
აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას! - თამთა ინაშვილი ზანგურზე

მსახიობი თამთა ინაშვილი ამბობს, რომ სცენაზე ბესო ზანგურთან ერთად აღარ დადგება.

ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს და ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

"სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს, ნინუცა მაყაშვილს, მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას..."სადღაც ცისარტყელას მიღმა" არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!", - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system