თავში

"აღშფოთებულია, რომ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება" - ნიკა გვარამია

"აღშფოთებულია, რომ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება" - ნიკა გვარამია
აღშფოთებულია, რომ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველმანიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება დატოვა. მან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობის განსაკუთრებული დამძიმება თავად ვერ შენიშნა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე, მესმის რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით იმიტომ რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით. მან უსმინა გუშინ ყველაფერს რაც ჩვენი არხის ეთერში გადიოდა.

იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება, რაც მისი უფლებების მძიმე დარღვევაა" - ამბობს ნიკა გვარამია

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ გუშინ, მისმა პირადმა ექიმმა ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა. ამასთან, ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილს სისხლის დაავადება აქვს, თუმცა დააზუსტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ნებართვით გაასაჯაროვა.

მიხეილ სააკაშვილის აღშფოთება, სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახურის განცხადებამ გამოიწვია. უწყის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ. ინფორმაცია ასევე შეიცავდა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ისეთ დეტალებს, როგორიც არის არტერიული წნევა, სატურაცია და სისხლში გლუკოზის შემცველობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system