თავში

აღსრულების პროცესი მოქნილი და ეფექტური უნდა იყოს - ერეკლე ღვინიანიძე

აღსრულების პროცესი მოქნილი და ეფექტური უნდა იყოს - ერეკლე ღვინიანიძე
აღსრულების პროცესი მოქნილი და ეფექტური უნდა იყოს - ერეკლე ღვინიანიძე

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

ერეკლე ღვინიანიძის თქმით, აღსრულების პროცესი მეტად მოქნილი და ეფექტური უნდა იყოს, რისთვისაც იგეგმება როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ბიუროს მიდგომის დახვეწა და შეცვლა.

აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის ცნობით, ბიუროს თავმჯდომარე გეგმავს, უახლოეს პერიოდში თითოეული რეგიონის თანამშრომლებს ადგილზე შეხვდეს და პირადად გააცნოს ბიუროს ახალი მიდგომები და ხედვები.

ერეკლე ღვინიანიძე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმდინარე წლის 29 აპრილიდან ხელმძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system